spot_img
მთავარიაქტუალური თემები"კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" - ვერთიანდებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ

“კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” – ვერთიანდებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ

27 სექტემბერი 2021, თბილისი: 8 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით კოალიციაში გაერთიანდა. „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, USAID-ის და ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და იგი დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგის და კვლევის მიმართულებით იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ საფრთხეების პირისპირ, საჭიროა საზოგადოების ერთიანი და შეთანხმებული მიდგომა. ამიტომ, კოალიცია მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის – კერძო თუ არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, რიგით მოქალაქეებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მთავრობასთან.

USAID/საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, დეზინფორმაციის მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად კოალიციის დაფუძნება “ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის” კარგი მაგალითია:

დეზინფორმაციას შეუძლია შეაფერხოს ან შეანელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. სწორედ ამიტომ დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის უნდა გაერთიანდეს საზოგადოების ყველა ჯგუფი: მთავრობა, მედია, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. USAID მხარს უჭერს საქართველოს “ერთიან საზოგადოებრივ მიდგომას” დეზინფორმაციის ყველა ფორმასთან საბრძოლველად. ამ მიდგომის ნაწილია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რათა ერთობლივად გადაიდგას, ინოვაციური, პროაქტიული და ეფექტიანი ნაბიჯები დეზინფორმაციისგან საინფორმაციო სივრცის დასაცავად,” – განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

არჩევნების დღეს მოსალოდნელი დეზინფორმაციული საფრთხეების პრევენციის მიზნით, კოალიცია, კოორდინირებულად იმოქმედებს დეზინფორმაციის ფაქტების გამოსავლენად. კოალიციის, დამფუძნებლების განცხადებით, წევრი ორგანიზაციები შეეცდებიან ერთიანი და კოორდინირებული პასუხი გასცენ იმ მავნე გარე თუ შიდა აქტორებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოყენებით საზოგადოების დაყოფასა და დაპირისპირებას ცდილობენ.

კოალიციის შესახებ:
კოალიციის წევრი ორგანიზაციები აირან: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), iFact, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კოალიციის საქმიანობას შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ “ფეისბუქ” გვერდზე: https://www.facebook.com/infointegritycoalition/

USAID-ი საქართველოში
USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების თუ ეკონომიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციას. USAID-ის 35-ზე მეტი პროგრამა აძლიერებს საქართველოს მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, მოქალაქეების მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირების მქონე მმართველობის გაძლიერების გზით, ხელს უწყობს დემოკრატიის სიკეთეების კონსოლიდაციას და ეკონომიკური ზრდის ტემპის მატებით აჩენს კვალიფიციური დასაქმების შესაძლებლობებს. Მეტი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს: https://www.usaid.gov/georgia.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება “ქართულ ოცნებას” არ უნდა” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების"...

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა” –...

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...