spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე - "როცა ამომრჩეველი ფიქრობს, რომ შესაძლოა...

თეონა ჭალიძე – “როცა ამომრჩეველი ფიქრობს, რომ შესაძლოა მისი ხმა ფარული არ იყოს და ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საარჩევნო პროცესში”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კვლევას “საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ” ეხმაურება ,,მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ჭალიძე და აცხადებს, რომ როდესაც ამომრჩეველი ფიქრობს შესაძლოა მისი ხმა ფარული არ იყოს, ეს უკვე უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საარჩევნო პროცესში და ამ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე მისი საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ხაზი არჩევნების ფარულობაში მოქალაქეების დარწმუნებაა:

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44% ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია ხმის ფარულობა დაირღვეს. ეს შედეგი ჩემთვის ახალი და გასაკვირი არ ყოფილა. მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენი პარტიის სოციალურმა სამსახურმაც ჩაატარა საპილოტე კვლევა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოციალური პროგრამების ბენეფიციარებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ჰქონდათ განცდა, რომ შესაძლებელი იყო იმის გაგება, თუ ვის დაუჭერდნენ მხარს არჩევნებზე, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა მათი არჩევანის თავისუფლებაზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია, როდესაც ამომრჩეველი ფიქრობს, რომ შესაძლოა მისი ხმა ფარული არ იყოს და ეს უკვე უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საარჩევნო პროცესში.

სწორედ ამიტომაა, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ხაზია ამომრჩევლების დარწმუნება არჩევნების ფარულობაში, რომ თავისუფლად და უშიშრად გააკეთონ არჩევანი, თუმცა საკმარისი არ არის, ამისთვის აუცილებელია მეტი ძალისხმევა,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...