spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის"...

“მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის” – მიხეილ სააკაშვილი

მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობის თაობაზე საუბრობს და ერთიანობისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მოსახლეობას:

ახლოსაა რეფერენდუმის დღე და შიდა კვლევებით “ქართული ოცნება”, იმ სანუკვარ 43%-თან ახლოსაც ვერც მიდის. ეს არის მათთვის ძალიან ცუდი ამბავი. ძალიან ცუდი ამბავია, რომ ევროპარლამენტმა, მიუხედავად მათი ძახილისა, რომ ეს არის მხოლოდ შიდა არჩევნები და გავიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, გამოაგზავნა სადამკვირვებლო მისია. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათაც მშვენივრად იციან, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

მე მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ ძალას – ჩვენ ახლა გვმართებს ერთიანობა, ჩვენ უნდა შევიდეთ ერთიანი ფრონტით, განსაკუთრებით გაყალბებების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, რა თქმა უნდა ფართო კოალიციური შეთანხმება უნდა იყოს და ამ გარდამავალ პერიოდში, ყველამ ერთად, უნდა შევძლოთ სიტუაციის გამოცვლა.

ახლა ყველანაირი ძველი ქიშპობა, კბენები უნდა დავივიწყოთ, რა თქმა უნდა, თუ ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის რაღაც ანაზღაურებას. მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია. მაგალითად, მე ძალიან მომწონს “გირჩის”, ზურაბ ჯაფარიძის ხალხი, ძალიან დიდი სიურპრიზია ჩემთვის, რომ ლეიბორისტებს ჰყავთ ძალიან კარგი ახალგაზრდობა, ელენე ხოშტარიას ჰყავს კარგი ხალხი და უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც საინტერესო. რაც მთავარია ჩნდება ახალი ხალხი და ეს ძალიან მისასალმებელია – ახალი ხალხი სჭირდება ყველა პოლიტიკურ პარტიას.

მე მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს: ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, იმიტომ რო ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი და ვაპირებ იგივეს გაკეთებას. მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, – დაურეკეთ თქვენ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ მივიდნენ ყველანი არჩევნებზე. არავინ ჩამოუშვას ხელები – ეს არის გადამწყვეტი დრო!

მეგობრებო, ახლა ის დრო, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს.

მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სულ მოღალატეებშია ბატონი ბიძინა”

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით” – კახა კალაძე:

„მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...