spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უმძიმეს და არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი -...

“უმძიმეს და არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი – დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი“ – გიორგი ვაშაძე

,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგზე საუბრობს ქვეყანაში არსებულ მძიმე წინასაარჩვენო პროცესებზე და აცხადებს, რომ სიტუაცია უნდა დამშვიდდეს და ვიბრძოლოდ გამარჯვებისთვის, ხოლო მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება“ დამარცხდება, ,,მესამე ძალა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ მშვიდობიანი განვითარების პროცესის გარანტი იქნება:

,,უმძიმეს და არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი. ეს არის ვითარება სადაც, ფაქტობრივად, დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი ამ ყველაფერში. დაპირისპირებამ შეიძინა სრულიად სხვა განზომილება.

ჩვენ ,,მესამე ძალა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“:

  • ყველას მოვუწოდებთ, რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
  • მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ, ხალხო, ბოლომდე! – იმისთვის, რომ ეს უკიდეგანოდ უსამართლო ვითარება, რაც ქვეყანაში არის ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს; უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ იყოს არჩევნები თავ-პირის მტვრევა ამ ქვეყანაში; უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ იყოს არც ერთი ქმედება დაუსჯელი, რომელიც არის კრიმინალური; უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ!

ის, რაც ახლა ხდება არის უმძიმესი ვითარება. სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავამშვიდოთ ვითარება.

ჩვენ ,,მესამე ძალა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ – შეგვიძლია ვიყოთ გარანტი იმის, რომ არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, იქნება მშვიდობიანი განვითარების პროცესი და არ ექნება ადგილი, არცერთ შემთხვევაში, ამ უკიდეგანო უსამართლობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...