კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებაირაკლი ღარიბაშვილი: "მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება...

ირაკლი ღარიბაშვილი: “მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან”

არჩევნების მოახლოების პარალელურად მატულობს დაძაბულობა და დაპირისპირება. ქვემო ქართლში პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ოპოზიციის 2 მხარდამჭერი ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა ერთგვარი კულმინაცია მაინც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარი ინციდენტი იყო, რა დროსაც ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეები დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენეს. ქვეყანაში დაძაბულობის მუხტის მომატებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.

ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება,” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...