კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებახათუნა სამნიძე - არ უნდა დავემსგავსოთ “ქართული ოცნებას”...

ხათუნა სამნიძე – არ უნდა დავემსგავსოთ “ქართული ოცნებას” და მათ მსგავსად არ უნდა გადავიდეთ ზიზღზე, სიძულვილსა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება, კიდევ უფრო დაძაბავს არსებულ ვითარებას და გააღრმავებს კონფლიქტს. სამნიძის თქმით “ქართული ოცნება” არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს:

“ქართული ოცნების” უტიფარი განცხადებების შემდგომ, ყველა აგრესიის ზღვარზე ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა დავემსგავსოთ და ჩვენც ზიზღზე, სიძულვილსა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. არაფერი კარგის მომასწავებელი ეს არ არის.

ძალიან სამწუხაროა, რომ დაპირისპირების ამ დონეზე გადავედით. ეს პროცესები კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. “ქართული ოცნება” სათავისოდ გამოიყენებს და კიდევ უფრო გააღრმავებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...