ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად...

„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე ცდილობს ამ არჩევნებს აზრი დაუკარგოს – თამარ კეკენაძე

„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე, ცდილობს ამ არჩევნებს დაუკარგოს მნიშვნელობა და აზრი – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ პირველი არხის ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.

კეკენაძის თქმით ბიძინა ივანიშვილმა და „ ქართულმა ოცნებამ“ სრულად ჩამოშალა სახელმწიფო.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის რომ დასრულდეს პოლარიზება და დაპირისპირება ქვეყანაში, საჭიროა 2 ოქტომბერს დავიწყოთ ცვლილებები:

უკვე 9 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ჩამოშალა ქართული სახელმწიფო, ქვეყანას დაუნგრია ფუნქცია და თითოეულ ჩვენგანს გაუნადგურა მომავალი.

უკვე, რამდენი არჩევნებია ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე ცდილობს ამ არჩევნებს დაუკარგოს შინაარსი და საერთოდ დაუკარგოს აზრი. ჩვენ თუ გვინდა, რომ დავასრულოთ ეს პოლარიზება და დაპირისპირება, 2 ოქტომბერს ცვლილება უნდა დავიწყოთ ახალი ძალით, იმ ადამიანებთან ერთად ვინც არის საქმეზე ორიენტირებული, “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, რომელსაც აქვს კომპლექსური ხედვა არა მხოლოდ თბილისის არამედ მთელი ქვეყნის განვითარების.

ჩვენი თბილისის ხედვა ეფუძვნება 3 ძირითად პრიორიტეტს და ამოცანას ეს არის – პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნა, მეორე საშუალო ხელფასის გაზრდა და მესამე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელ შეწყობა.

მინდა მივმართო არა მხოლოდ თბილისელებს არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” მიზანია, რომ დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მმართველობა და ამავდროულად არ დავუშვათ ძველი ხელისუფლების, მიხეილ სააკაშვილის პარტიის დაბრუნება”, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...