შაბათი, აპრილი 20, 2024

ჩატარდა სოციალურ მედიაში არსებული, პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, არაავთენტური რესურსების მონიტორინგი – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა პარტიის ოფისში, სადაც განცხადება გააკეთა სოციალური ქსელებში ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე და კონკრეტული განმარტებები გააკეთა:

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფ. განთიანდში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.

ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად სააარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხაარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა. სამწუხაროდ გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. ნაციონალური მოძრაობა ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება.

რაც შეეხება ბრიფინგის თემას, “ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს.

მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული, პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზიღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.

იგივე სახის კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტური გვერდების შესახებ ეცნობა ფეისბუკის ადმინისტრაციას.

ისევე, როგორც 2020 წელს ახლაც, მთლიანი კვლევა რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს გაეგზავნება ფეისბუკის ადმინისტრაციას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:

  • სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.
  • ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში.
  • ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს:
    • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას.
    • ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია.
    • კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული