ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს...

“ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას” – ნიკა მელია

,,პირველი არხის“ ეთერში გამართული დებატები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე, ოპოზიციონერმა ლიდერმა, მიმართა ,,ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს და განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც არის კორუმპირებული, მოძალადე და მართავს კრიმინალებს, მასთან ერთ სივრცეში ვერ იქნება:

,,მოგესალმებით! რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში? ფორმატი, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება, მაგრამ სიმართლეს გეტყვით: მოვედი აქ პირველ რიგში იმისათვის, რომ ,,ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა – ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ; ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე – დღისით, მზისით; ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი, აი, ამას ჩადის (აჩვენებს დაზარალებული პირების ფოტოებს, რედ.). დღეს დმანისში კარგად ვიცით, რა გააკეთეს!

– ამიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება! – იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოძალადე. მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ იმაზე ვსაუბრობ.

პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...