კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის...

კახა კალაძე: შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო:

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.

გვჭირდება ძლიერი, ბევრი წარმატებული ფეხბურთელი, რომლებიც იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ...

“ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი” – გიორგი გახარია

მთავრობის ყოფილი მეთაურის და შს ყოფილი მინისტრის, პარტია ,,საქართველოსთვის”...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

კახა კალაძე: “ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...