spot_img
მთავარისხვადასხვა"ბიძინა ივანიშვილმა სუსი აქცია საკუთარ, პირად სააგენტოდ" -...

“ბიძინა ივანიშვილმა სუსი აქცია საკუთარ, პირად სააგენტოდ” – თამარ კეკენაძე

არ მიკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს – ასე უპასუხა ჟურნალისტებს “მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატმა ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით. თამარ კეკენაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სუსი საკუთარ სააგენტოდ აქცია და ბუნებრივად მიაჩნია, რომ უსმენს თავისი პარტიის წარმომადგენლებს:

წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა სუსი აქცია საკუთარ, პირად სააგენტოდ. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი, არ მიკვირს, რომ საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს. ივანიშვილისთვის მთავარია, რომ ბოლომდე აკონტროლებდეს ნებისმიერ ადამიანს, რადგან შეგრძნება არ გაუჩნდეთ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. რა თქმა უნდა ეს არის დანაშაული და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მთლიანი სახელმწიფო ჩამოგვეშალა და ამის გამო არის საჭირო, ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ცვლილება”, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...