არ მიკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს – ასე უპასუხა ჟურნალისტებს “მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატმა ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით. თამარ კეკენაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სუსი საკუთარ სააგენტოდ აქცია და ბუნებრივად მიაჩნია, რომ უსმენს თავისი პარტიის წარმომადგენლებს:
“წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა სუსი აქცია საკუთარ, პირად სააგენტოდ. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი, არ მიკვირს, რომ საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს. ივანიშვილისთვის მთავარია, რომ ბოლომდე აკონტროლებდეს ნებისმიერ ადამიანს, რადგან შეგრძნება არ გაუჩნდეთ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. რა თქმა უნდა ეს არის დანაშაული და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მთლიანი სახელმწიფო ჩამოგვეშალა და ამის გამო არის საჭირო, ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ცვლილება”, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს