მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს:
“ბ-ნ გრიგოლ ლილუაშვილს მივმართავ:
კრებსი რომ მოგივიდათ, სადაც თქვენი “ოპერები” წერენ, რომ ფირები, რომლებსაც ვერ პოულობენ, სოსო გოგაშვილის გატანილია, რა მოიმოქმედეთ?!
რა ფირებია გაარკვიეთ?
ვისზეა გაარკვიეთ?
როდის გაიტანა, იცით?!
ვის აშანტაჟებს?!
თქვენი ბრალია ეს ძუნძგლი რომ ბედავს და იძახის – სისტემა უნდა დაინგრესო!
ნანგრევებში რომ ქვეყანა მოჰყვა, იმას ვდარდობ, თორემ ფულის საჭრელ “სტანოკად” რომ გადააქციეთ სუს-ი, – ეს კაი ხანია ვიცით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

