ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
13.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების საჯაროდ გავრცელებისგან"...

“მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების საჯაროდ გავრცელებისგან” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, მედიასაშუალებებს მიმართავს, განუმარტავს და აფრთხილებს, რომ ფარული ჩანაწერები შეიძლება შეიცავდეს პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, სამსახურებრივი, პროფესიული, კომერციული ან/და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს კანონდარღვევას:

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება.

გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით.

გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში ატვირთული ელექტრონული ფაილების გადმოწერა, ასევე, მიმდინარე რეჟიმში ხდება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, მივმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით.
მიმდინარე გამოძიების პროცესში, ინტენსიურ რეჟიმში იკითხებიან მოწმეები, მათ შორის, იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე. გამოკითხვისას, თითოეულ მათგანს შეეთავაზა, გამოძიებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

აქვე, მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ მასალებზე ან ფიგურირებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ასევე, აღნიშნული მასალა, შესაძლოა, შეიცავდეს პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, სამსახურებრივი, პროფესიული, კომერციული ან/და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს კანონდარღვევას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 158-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...