შაბათი, აპრილი 20, 2024

“ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემ განცხადებას ოპონენტის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა რომ გამომეყენებინოს” – კახა კალაძე

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა სისხლიანი ბანერები წარწერით ,,არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ ბანერები არის კომპანია ,,ალმა“-ს საკუთრება და ,,არანაირი რეაგირება არ იქნება“, ვინაიდან კანონის ფარგლებში ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება:

,,მე პირადად არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია. ყოველთვის საზოგადოებას ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე. რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია ,,ალმა“, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? – რომლის საკუთრებაც არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულაბა, არანაირი უფლება არ აქვს.

რაც არის გამოკრული, ხომ არ მოგწონთ? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპები, რაც არის – შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა.

,,ქართული ოცნება“ და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემ განცხადებას ოპონენტის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა რომ გამომეყენებინოს, საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული