spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენმა "გმირმა მუშკეტერებმა"უარი თქვეს აცრის მოწოდებაზე, სიძულვილის და...

“ჩვენმა “გმირმა მუშკეტერებმა”უარი თქვეს აცრის მოწოდებაზე, სიძულვილის და ანტიჰუმანურობის სასარგებლოდ” – ნიკა გვარამია

თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდა ე.წ. სისხლიანი ბანერები, სადაც მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილები წარწერით – “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ბანერების ადგილზე მანამდე იყო სააგიტაციო ხასიათის ბანერები – ვაქცინაციის მოწოდებით. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მწვავე შეფასებებს აკეთებს სოციალურ ქსელში და აცხადებს, რომ ხსენებულ ბანერებზე სხვა შინაარსის მასალას ვერ გააკრავდნენ, თუკი არ იქნებოდა მოქმედი ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრული კონტრაქტორის თანხმობა:

მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მოწოდების ბილბორდებზე რომ გადააკრეს სისხლიანი ბანერები, ეგ რაა იმასთან შედარებით, რომ ამგვარი რამ გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უშუალო თანხმობით.

განვმარტავ: დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის სააგიტაციოდ დაქირავებული ჰქონდა ეს ბანერები წლის ბოლომდე. ეს კონრტრაქტი შეწყვეტას არ ითვალისწინებდა, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ კონტრაქტორი დათანხმდება. ხოდა, ჩვენმა “გმირმა მუშკეტერებმა”უარი თქვეს აცრის მოწოდებაზე, თან უარი თქვეს სიძულვილის და ანტიჰუმანურობის სასარგებლოდ. პირდაპირ, მასობრივი მკვლელობის აქტი ჩაიდინეს.

აქვე დავამატებ, რომ “ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება” ტექსტები ქართული ოცნების მხრიდან სრული ტყუილია. სწორედ სახელმწიფო უწყებამ გასცა თანხმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ბანერების გაკვრაზე.

ps ჩემი აზრით, ყველამ ღიად ბოდიში უნდა მომიხადოთ, ვინც მლანძღავდით ამ ნაძირლების კრიტიკის გამო. სინდისი ვისაც აქვს, ასე უნდა მოიქცეს“, – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია მწვავე რეაქციას გამოხატავს “ვისოლ ჯგუფის” მიმართაც, რადგანაც მის შემადგენლობაში შედის გარე სარეკლამო ბაზრის კომპანია „ალმა“, რომელმაც აღნიშნულ ბანერებზე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლება მოიპოვეს მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში:

ნუ შეხვალთ Wissol – ვისოლის ბენზინგასამართებზე!

ნუ შეხვალთ ვენდისში და ნუ აჭმევთ თქვენს შვილებს სიძულვილით სავსე ბურგერებს!
ნუ შეხვალთ სმარტის სუპერმარკეტებში და ნუ იყიდით სიძულვილით სავსე პროდუქტებს!
ნუ ჩაასხამთ თქვენს მანქანაში სიძულვილით სავსე საწვავს!

ბიზნესმენებო, ნუ განათავსებთ თქვენს რეკლამას სიძულვილის ბანერებზე, თორემ ისიც სიძულვილით სავსე გახდება!

ნუ გადაუხდით ფულს იმათ, ვინც ყოველ კაპიკს თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ ხარჯავს!
ნუ გადაუხდით ფულს იმათ, ვინც აცრის მოწოდების ბანერებს ხსნის, სანაცვლოდ სისხლიან ბანერებს აკრავს და ამით ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი მკვლელობის თანამონაწილე ხდება!

უარი ვისოლს!” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე, შემდგომ პოსტში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითის და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები!”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ქარტიის" განახლების თაობაზე...

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...