spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განისაზღვრა საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განისაზღვრა საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები

როგორც ცნობილია,  ჭავჭავაძის გამზირზე, მიმდინარე წლის 28 მაისიდან, განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები:

ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:

  • კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით;
  • ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ;)
  • მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ);
  • პეტრიაშილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ

ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება;

  • არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ);
  • აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით;
  • ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

  • ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება;
  • ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება;
  • ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება;
  • ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება;
  • ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით იქნება შესაძლებელი.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:

დიდი ტევადობის ავტობუსები

ავტობუსები – N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ – პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.

ვაჟა ფშაველას გამზირიდან:

N21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს;

N88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ);

N9 და N51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ;

ზემოთჩამოთვლილი ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

დროებით დამოკლდება N61 და N140 ავტობუსების მარშრუტები:

N61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით მიბრუნდება;

N140 ავტობუსი თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ასევე, ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ იგი გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.

ანალოგიურად, N87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას იგი კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები

N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვარაზისხევის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ.

N66 ავტობუსი ვარაზისხევიდან ასევე, კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

უკუმიმართულებით იგი მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.

N85 მარშრუტი N87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...