spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე, რა თქმა უნდა გახარიას, დამცველად არ გამოვდგები,...

“მე, რა თქმა უნდა გახარიას, დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილ თანამებრძოლ-თანამოაზრეებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ნარკოტესტთან დაკავშირებულმა საკითხმა კი დაპირისპირება უფრო ღია და მწვავე გახადა. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას უარმა, საქართველოში ჩაიტაროს ნარკოტესტი და ასევე ოცნების მიმართ მისმა მწვავე გამონათქვამებმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის იმ დონის გაღიზიანება გამოიწვია, რომ მან, მთავრობის ყოფილ მეთაურს, “კოკაინშიკი” უწოდა, ვისზე საუბარშიც დრო არ უნდა დაიხარჯოს, რითიც, თუნდაც ირიბად, კონკრეტული ხაზგასმა გააკეთა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლის პოზიცია-ქმედებებში, გახარიასთან მიმართებაში, რუსულ ხელწერას ხედავს:

მე, რა თქმა უნდა გახარიას, დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.

ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახდნენ ზუსტად იმავეს.

ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.

ვიღაც ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა,” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...