ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სამოქალაქო დაპირისპირებას და დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, დაძაბულ წინასაარჩევნო ფონის თაობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი გაერთიანებისკენ მოუწოდებს ამომრჩევლებს და ყველაფერი გაკეთდეს ძალადობის, დაპირისპირების შესაჩერებლად:

მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი მოქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. მხედველობაში მაქვს „მთავარი არხის“ ოპერატორზე გუშინდელი თავდასხმის ფაქტი. ეს არის გაგრძელება 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის და ეს არის გაგრძელება იმ შეტევისა თავისუფალ სიტყვაზე და მედიაზე, რომელსაც სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ეწევა ბოლო პერიოდში.

თუ შენ ებრძვი თავისუფალ სიტყვას, თუ შენ ებრძვი თავისუფალ სასამართლოს, თუ შენ გინდა სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური მიზნით აკონტროლო, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გინდა ქვეყნის განვითარება, შენ გინდა ერთადერთი რამ შეინარჩუნო ძალაუფლება. მოსმენა, დასმენა, თვალთვალი, ძალადობა იქცა ამ წინა საარჩევნო პერიოდის ნათელ მაგალითად.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, – მეგობრებო ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ. 2 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები, ან ვირჩევთ განვითარებულ საქართველოს ან ვირჩევთ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩახრჩობილ საქართველოს, ან ვირჩევთ გაერთიანების გზას ან ვირჩევთ დაპირისპირების გზას, ან ვირჩევთ განვითარების გზას ან ვირჩევთ მუდმივი სიღარიბის და შიმშილის გზას.

დიახ, ჩვენ ისე, როგორც არასდროს უნდა დავდგეთ ერთად და უარი უნდა ვუთხრათ ამ ფიზიკურ ძალადობებს, დაპირისპირებას, საბჭოთა მართვის ქვეყნის მოდელს, რომელშიც მოსმენები, დასმენები და დაშინებები არის ქვეყნის მართვის მთავარი მექანიზმი.

საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, მაგრამ ამ პერსპექტივას ეღობება ის დაპირისპირების ფონი, რომელსაც მიზანმიმართულად აქეზებს ქართული ოცნება.

ჩვენ, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ გთავაზობთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ და უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, მივხედოთ ქვეყანის აღმშენებლობის პროცესს, განვითარებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება, დამენები, მოსმენები, რომელიც ალბათ ყველას ყელში ამოგვივიდა. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სამოქალაქო დაპირისპირებას და დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული