spot_img
მთავარისხვადასხვა"არავის არ ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და...

“არავის არ ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე:

სამწუხაროდ, ოცნებას ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს რომ როგორმე თავის პასუხისმგებლობას გაექცეს – თან ასე ირიბად დააბრალოს, რომ მერე რო ეტყვი – მაბრალებ? – არა მე ეგ არ მიგულისხმიაო. თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდათ ის დაგვაბრალონ, წავიდნენ გამოძიება დაიწყონ. არავის არ ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის. მე ერთი რამე მინდა გითხრათ – აი იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების – ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის – ეს ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს – იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, რაც ამ ხალხს გაუკეთებია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ოცნებას საქმეზე ლაპარაკი არც უნდა და არც შეუძლია და მათ შესაძლებლობებში მხოლოდ მუქარა და ჭორაობა შედის:

ვინმეს თუ გონია რომ ამ ხმამაღალი განცხადებებით წესრიგს დაამყარებენ და რაღაცას იზამენ, ან ვინმეს ეშინია – არავის არ ეშინია. პირიქით – დროზე დაიწყონ გამოძიება, იმის მაგივრად რომ ერთი დღის დაწყებულ გამოძიებაზე თანამდებობის პირები ეწყობიან პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული და რაღაც მინიშნებებს აკეთებენ – ამას ჰქვია ბინძური ნეგატიური პროპაგანდა არჩევნების წინ. იმიტომ რომ სხვა რესურსი ხომ არა აქვთ, საქმეზე ლაპარაკი ხო არ უნდათ და არ შეუძლიათ – ერთადერთი რაც შეუძლიათ აი ეს ჭორაობა და მუქარა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ მუქარის არავის არ ეშინია – გადაეცით, რომ მაგათი მუქარის არავის არ ეშინია. განსაკუთრებით იმ მუქარების, რომლებსაც ამაგრებენ ტყუილებით და ჭორებით.

მე არ ვიცი უკანონო ჩანაწერებს თუ ვინმე ახორციელებდა. ასეთი დავალება – “უკანონო ჩაწერა განახორციელეთ” – არ გამიცია. ვინ რას ახორციელებდა, ამისთვის გამოძიება დაიწყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...