ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

“ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას” – გიორგი ვაშაძე

ქარელის “ქართული ოცნების” შტაბში “მთავარი არხის” ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო ტელეკომპანიის ოპერატორმა ლევან აბლოთიამ, ეხმიანება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:

ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას, რისი ნათელი დასტურია “მთავარი არხის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა, რაზეც საჭიროა უსწრაფესი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

რაც მთავარია მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ “მთავარი არხის” ოპერატორს. სრული თანადგომა ლევანს და ასევე ყველა ჟურნალისტს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული