პარასკევი, აპრილი 19, 2024

“საქართველოს პრეზიდენტი ციხეში ჯობია იყოს და საქართველოში იყოს!” – ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცხადებულ დაპირებას საქართველოში დაბრუნებისთაობაზე მმართველი გუნდის მუქარა დახვდა დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი დააფიქსირა პარტია ,,გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა:

,,მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოსულიყო და ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეულიყო, თუნდაც პოლიტიკურად თუ სამართლებრივად.

საქართველოს პრეზიდენტი ციხეში ჯობია იყოს და საქართველოში იყოს – ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო უკეთესი, ვიდრე აი ამ გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული