spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათი მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის...

“მათი მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის – სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა” – ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესსა და საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან მიმართებაში:

როგორც ყველა ვხედავთ, წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არც ერთი მსუბუქი ძალადობრივი ინცინდენტიც კი.

რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებითა და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით.

სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის – სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ – „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება.

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...