შაბათი, აპრილი 20, 2024

“ნათია, გარწმუნებთ, წარსული ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე” – ნიკა გვარამია

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მიერ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალურ მოძრაობის” შედარებას ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და კონკრეტულ შეკითხვებს უსვამს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით:

ძვირფასო ნათია მეზვრიშვილო, ქართული ოცნება ნაციონალებს მიუახლოვდაო, ამ კატასტროფული მასშტაბის სამარცხვინო სიბინძურის კონტექტში გითქვამთ. თან მიუახლოვდაო 🙂 გადაასწრო კი არა, დაეწიაც ვერ გაგიმეტებიათ 🙂
ახლა მე გეტყვით:

ნათია, გარწმუნებთ, წარსული ნამდვილად არ არის თქვენი ძლიერი მხარე (რბილად რომ ვთქვათ) და შეეცადეთ, აარიდოთ ხოლმე თავი.

თუ არა და, აუცილებლად დაგისვამენ შეკითხვებს.

მაგალითად, მე რომ პირადი ცხოვრების კადრებით დამაშანტაჟეს და ღიად განვაცხადე, ამ ქვეყანაში პირველმა და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?

მაგალითად, ერთერთ მინისტრს რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?

მაგალითად, ეკა ბესელიას რომ გამოუქვეყნეს და თქვენ მაშინ შსს მინისტრის მოადგილე იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?

მაგალითად, გიგი უგულავას შვილთან მიმოწერა რომ გამოაქვეყნა პროკურატურამ და თქვენ მაშინ საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?

ჩემი შვილების ფარული გადაღების ვიდეოკადრები რომ მაახლა პროკურატურამ და თქვენ მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყავით, შემახსენეთ, როგორ მოიქეცით?” – კითხულობს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული