ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ეს ჩლუნგები იმდენს იზამენ მართლა ვერ გაასწრებენ აქედან ცოცხლები” – ნინო ჯანგირაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

საზოგადოებაში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულმა ფაქტმა და გრძელდება ცალკეული პოზიციების დაფიქსირება. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრიფინგზე გაცხადებულ ინფორმაციას ფარული ჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ეხმიანება ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

მდინარაძემ ფაქტიურად დააანონსა რომ პირადი ცხოვრების კადრების გამოყრას აპირებენ, ოღონდ წინსწრებით ნაცებს დააბრალა, ნაცები აპირებენო.

ეს ჩლუნგები იმდენს იზამენ მართლა ვერ გაასწრებენ აქედან ცოცხლები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

ინფორმაციისთვის. დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იგეგმება პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელება:

ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის.

ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული