შაბათი, აპრილი 20, 2024

რთველი პიკურ ფაზაში შედის: კახეთში, მევენახეებმა 80 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით:

რთველი პიკურ ფაზაში შედის – კახეთში, მევენახეებმა 80 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს.

🔸 13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

🔸 გადამუშავებული ყურძნიდან 54 ათას ტონამდე რქაწითელია, 30,5 ათას ტონამდე საფერავი, 2,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

🔸ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

🔸 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

 

“გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება” – ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული