ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გააკეთოს არჩევანი და არ ეშინოდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას უსმენენ” გიორგი ვაშაძე

,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ფარულ მოსმენებსა თუ თვალთვალთან დაკავშირებით გააკეთა შეფასებები და აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იწყება მოსმენები, შანტაჟები, ვრცელდება უკანონო ფაილები. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს ამ სახის პრაქტიკა ქვეყანაში, რადგან მოქალაქემ თავისუფლად შეძლოს არჩევანის გაკეთება:

,,მოახლოვდა არჩევნები – კვლავ ჩანაწერები, შანტაჟი, მოსმენები, კვლავ ფაილები, რომლებიც ჩამოშლილი სიტემიდან ვრცელდება. ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა ვერცერთი ხელისუფლების დროს…

ჩვენ ,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ნიშნავს აი, ამ მანკიერი პრაქტიკის დამთავრებას ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში. რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, რომ დავასრულოთ მოსმენების, შანტაჟის, ე.წ. ,,დანოსების“ პრაქტიკა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გააკეთოს არჩევანი და არ ეშინოდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას უსმენენ.

მეგობრებო, ეს თუ არ გავაჩერეთ ქვეყანა წინ ვერ წავა ვერც ერთ შემთხვევაში! ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა და კიდევ უფრო მძიმეა, რომ სიტყვა “გამოძიება”-მ საერთოდ შინაარსი დაკარგა ქვეყანაში. რა, ვინ გამოიძიებს ახლა ამ ყველაფერს?! ვინ, რას დადებს არსებული ხელისუფლების პირობებში?!

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ,,მესამე ძალა“ ვართ გარანტი და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უბედურება ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული