პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჩვენ გამოვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც მიდიოდა უკანონო თვალთვალი და მიყურადება” – ნიკა გვარამია

სავარაუდოდ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველ მასალების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ავრცელებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ტელეკომპანიის პოზიციას აფიქსირებს:

მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს. ეს აუდიოჩანაწერები ატარებს პირად ხასიათს, მოპოვებულია უკანონოდ და არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს.

ამ ჩანაწერებში საზოგადოებრივი ინტერესი ერთადერთია – რატომ ახორციელებდა სახელმწიფო უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას. ამ კონტექსტში ჩვენ გამოვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც მიდიოდა უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ ამ პირებს ნამდვილად უსმენდნენ, პირის იდენტიფიკაციის მიზნით, გამოვაქვეყნებთ ერთი-ორ წინადადებიან აუდიო ჩანაწერს, რომელსაც არავითარი მაკომპრომეტირებელი შინაარსი არ ექნება,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული