ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში დაბრუნების თაობაზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებენ და საპატიმროში გაუშვებენ:

უკვე არაერთი წელია საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდება, თუმცა ყოველ ჯერზე მან იმედები გაუცრუა საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე ალბათ გაუჭირდება ამ შემთხვევაში პირობის შესრულება. ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს. 

არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული