შაბათი, აპრილი 20, 2024

თემურ ჭყონიას მიწვევით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნატახტარში სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ახალ ქარხანაში იმყოფებოდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დაათვალიერა, სადაც „კოკა-კოლას“ პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას მიწვევით იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო:

დავათვალიერეთ „კოკა-კოლას“ საწარმო. ვფიქრობ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდა. მადლობა მასპინძლობისთვის თემურ ჭყონიას. მართლაც სასიამოვნოა მსგავსი პროექტების განხორციელება, ეს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს სტუმრობისთვის და ბიზნესის მხარდაჭერისთვის:

ჩვენ ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. თბილისის მერს გავაცანით ჩვენი ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომლები და ა.შ. მადლობა მას ინტერესისთვის, რაც ჩვენი ბიზნესისადმი გამოხატა“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული