პარასკევი, აპრილი 19, 2024

ნოუ ჰაუ მოიფიქრეს, სიგარეტის კოლოფში ჩადებულ თანხას აწვდიდნენ მოქალაქეებს – ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მკვეთრად ნეგატიურ შეფასებას აძლევს ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს და აცხადებს, რომ საქმე გვქონდა დაგეგმილ სპეცოპერაციასთან, რომელსაც, მათ შორის, ხელმძღვანელობდა შს მინისტრი.

“პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღის განმავლობაში არჩევნებთან არ გვქონდა საქმე, საქმე გვქონდა დაგეგმილ სპეცოპერაციასთან, რომელსაც, მათ შორის, ხელმძღვანელობდა შს მინისტრი, რომელიც საბოლოოდ აქაც ჩამოვიდა.

ასევე ადმინისტრაციული რესურსი. დღეს კოკი ახსენეთ, დავით ნარმანიადან დაწყებული, რომელსაც 15 000 ლარს ხელფასს უხდი და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, როცა ამ ადამიანზე ბევრი სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული, იმიტომ რომ გაძარცვა თბილისი, დღეს მისი მდიდრული ავტომობილით გადაადგილდებოდა კოკში და ალბათ ფულიც ჰქონდა ჩამოტანილი და მაქსიმალურად ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას. ასევე გიორგი ბაგრატიონი, რომელიც არის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი და გადაადგილდებოდა კოკში.

ეს ხალხი აქ ტურისტებად კი არ ჩამოვიდნენ, მთელი ადმინისტრაციული რესურსი ჩამოსული იყო იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ზეგავლენა მოეხდინათ.

ჩვეულებრივი სპეცოპერაცია იყო და ვნახეთ, პირდაპირ ეთერში, მაგალითად, როგორ გადასცემდნენ ფულს ხელიდან ხელში და ეს გადავიღეთ მე-9 საარჩევნო უბანზე.

ნოუ ჰაუ მოიფიქრეს, ფულის გადაცემის, – მთელი დღის განმავლობაში სიგარეტის კოლოფში ჩადებულ თანხას აწვდიდნენ მოქალაქეებს” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული