პარასკევი, აპრილი 26, 2024

დავით ცეკვავა: ,,მესამე ძალა” არის პირველობისთვის და განსხვავებული იდეისთვის ბრძოლა!

პოლიტიკური პლატფორმა ,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ თბილისის განვითარების გეგმის წარდგენის პრეზენტაციაზე, დედაქალაქის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ცეკვავამ აღნიშნა, რომ მესამე ძალა არის პლატფორმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის აღმშენებლობისკენ, მომავლისა და ტექნოლიგიური გარღვევისკენ. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული დაპირისპირება დასრულდება “მესამე ძალის” არჩევის შემთხვევაში:

,,რას გვთავაზობს დღეს ჩვენი ხელისუფლება? – გვთავაზობს დაპირისპირებას, ძალადობას!
რისთვის? – იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, არსებული დაპირისპირებისა და ძალადობის ფონზე.

ამ დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა აქცია პოლიგონად, რომელსაც ეწირება ხალხის ინტერესი. არ ჩანს დღეს ხალხის ინტერესი – არც ხელისუფლების და არც იმ ოპოზიციური ძალის რიტორიკაში, რომელიც თავს თვლის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად.

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ აღმშენებლობაზე, მომავალზე, ტექნოლოგიურ გარღვევაზე, რომ რეგიონში საქართველო ვაქციოთ ყველაზე მძლავრ ცენტრად, რომელიც იქნება ეკონომიკური გარღვევის, ეკონომიკური ზრდის, ცვლილებების ცენტრი.

ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია მსოფლიოსთვის, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია, იმ რეფორმებით, რომლებიც გატარდა ქვეყნაში და რომლის მონაწილეები ვიყავით ჩვენ, გიორგი ვაშაძე, პირადად მე და სხვები ჩვენი გუნდიდან, ვისაც უშუალოდ აქვთ მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა რეფორმებში არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ვმუშაობდით რეფორმების გატარებაზე უზბეკეთში, მოლდოვაში, უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში. ჩვენი ამოცანა დღეს კი არის, რომ რეფორმები გავატაროთ საქართველოში.

უნდა დასრულდეს ის დაპირისპირება, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება და დასრულდება დაპირისპირება ამომრჩევლების მიერ სწორი არჩევანის გაკეთებისას – ,,მესამე ძალის“ არჩევით! ,,მესამე ძალა” არის პირველობისთვის და განსხვავებული იდეისთვის ბრძოლა!“ – განაცხადა დავით ცეკვავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული