spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი გახარია: "კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც...

გიორგი გახარია: “კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ”

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მხარდამჭერებთან შეხვედრისას იმ გარემოების შესახებ საუბრობს, რომ პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული ჰქონდა, მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ დიდი ზეწოლა წამოვიდოდა, თუმცა “ქართული ოცნების” დღევანდელი მოქმედებები კიდევ უფრო მეტად არწმუნებს, პოლიტიკაში დარჩენის და ახალი ბრძოლის წამოწყების სისწორეში:

მე ძალიან კარგად – დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას და ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ. მაგრამ მართლა გეუბნებით – ვერ წარმომედგინა ის რაც, დღეს ხდება. და ის რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ექსპრემიერმა ბოლო ორი დღის მანძილზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლების და მოსყიდვის შესახებაც ისაუბრა.

დღეს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი – ახალგაზრდა ქალის რომელიც მასწავლებელია ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ სკოლაში – დირექტორმა დაიბარა პირდაპირ უთხრა ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის სახელით, რომ აირჩიე – ან იქ უნდა იყოო, ან გაგიშვებთო. გუშინ მაგალითად, ვიყავით დევნილთა დასახლებაში, სადაც საკითხი ასე დგას, რომ თუ მიხვალ გახარიასთან ღონისძიებაზე, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო -დევნილებს ეუბნებიან ამას. ჩვენს ფოთის მერობის კანდიდატთან მივიდნენ და ეუბნებიან, რომ 200 000 ლარს მოგცემთო, აი ამ სიაში ნებისმიერ მიწას ხელი დაადეო და 3000 ლარიც ყოველთვიურად გექნებაო. არ ვიცი – წარმოუდგენელი რაღაცაა. მე მესმის აქ რაშია პოლიტიკური ლოგიკა – ჩვენ რაღაც საკითხებში მართლა ხელს ვუშლით,“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარემოს ცვლილების გამო არ მოელოდა თუ ქართული ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფასეულობებზე უარს იტყოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება არავისთვის გაენაწილებინა.

რეალურად, მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა – შეცდომებიც ბევრი იყო. მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდის ნაწილიც ვიყავი, ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ ოცნება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ფასეულობებზე იტყოდა უარს. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ არანაირი პრობლემა არაა – ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი გარემოა, რა მოხდა მერე თუ ვიღაცასთან პასუხისმგებლობა გაიყავი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ხომ? – მაგრამ არა,“ – ამბობს გახარია.

ინფორმაციას პარტია “საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...