ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ოპოზიციის ტაქტიკაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული არჩევნების შედეგები" -...

“ოპოზიციის ტაქტიკაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული არჩევნების შედეგები” – ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას გამარჯვების ერთგვარ სტრატეგიას სთავაზობს და თავის შეფასებებს აკეთებს არჩევნების შედეგების სავარაუდო კომბინაციებზე:

1. პროპორციულ ნაწილში “ოცნება” წაგებულია. მაჟორიტარებია მოსაგები: შესაბამისად, 5 ქალაქში – საკრებულოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/5, ყველა დანარჩენში – 1/3. თუ მაჟორიტარებისთვის ბრძოლა ოპოზიციამ შეძლო და საკრებულოების უმეტესობაში “ოცნებამ” ვერ მოაგროვა 50+1 ხმა, ის ვერ ამტკიცებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს და ვერ ირჩევს საკრებულოს თანამდებობის პირებს. თუმცა “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ “ტრადიცია” არ დაირღვეს და მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა მოიგოს, რაც მარტივი არითმეტიკით, უფრო ზუსტი დათვლის ფორმულები რომ არ გამოვიყენოთ, ნიშნავს იმას, რომ თუ პროპორციულით 1/3 აიღო და ამას საკრებულოს წევრი 1/3 მაჟორიტარიც დაამატა, უმრავლესობას ისევ კრავს. ამიტომ, მაჟორიტარულ ოლქებშია საბრძოლველი;

2. “ფორმულას” გამოკითხვებით მერების არჩევნებში, დიდ ნაწილში მეორე ტურია და იქაც უკვე ოპოზიციის ტაქტიკაზე და გონიერებაზეა დამოკიდებული შედეგები. შანსი არის, მთავარია – გამომყენებელი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...