პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებითბილისში, 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

თბილისში, 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო  თბილისში,  ბინას 800-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცემს.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი    11 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, დევნილ ოჯახებს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის 15-დღიანი ვადა მიეცათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,  დევნილი ოჯახებისთვის  მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.  კორექტირებული სია სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. სიაში მინიჭებული ნომრები, პირობითია და არ განსაზღვრავს საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას.

იხილეთ სია

 

ამ ეტაპზე, თბილისში 258 ერთოთახიანი, 146 ოროთახიანი, 399 სამოთახიანი და 22 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

• ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;

• ოროთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ  8,5  ან მეტი ქულა;

• სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3  ან მეტი ქულა;

• ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5  ან მეტი ქულა; 

• ორი ბინა (5 ოთახი) –  დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;

• ორი ბინა (6 ოთახი) –  დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა.

კომისია იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხსაც განიხილავს, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობენ. ასევე, განიხილება იმ ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს.

მონიტორინგის პროცესი 2019 წლის ივნისიდან დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.  მონიტორინგის ჯგუფები მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებენ და ჯამში, 1700-მდე  დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.

გადამოწმებული განაცხადები, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება, რომელიც თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს და  გადაწყვეტილებას მიიღებს. დევნილ ოჯახებს ბინები 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გადაეცემათ.

ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...