spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არავის მივცემთ პროვოკაციის უფლებას, კანონზე მაღლა არავინ...

“ჩვენ არავის მივცემთ პროვოკაციის უფლებას, კანონზე მაღლა არავინ დგას ამ ქვეყანაში და ასე იქნება მუდამ, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება სათავეში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან გაოგნებული და გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ჯერ კიდევ 20 თუ 25% მხარს უჭერდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დაგვაკარგინა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჭიროა მობილიზაცია და სიფხიზლე, მმართველი გუნდი არავის მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას.

ეს ხომ ყველაზე დიდი უბედურება და განსაცდელია, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანამ დაკარგოს ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილი ძირძველი ტერიტორიები, კოდორის ხეობა, ასობით სოფელი, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა, სააკაშვილი პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რომ ეს ქვების გროვა არისო, ეს პირდაპირ მისი სიტყვებია, როცა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ცხინვალისა და მიმდებარე სოფლების დაკარგვაზე, ქვების გროვა არისო, რა ტერიტორია დავკარგეთო. ასეთ ადამიანს, მოღალატე კაცს რომ ჯერ კიდევ ხმას აძლევს ვინმე, რა თქმა უნდა, ის არის ამ განსაცდელის და უბედურების თანამონაწილე. ამიტომ, სიფხიზლეა საჭირო.

ჩვენ არავის მივცემთ რაიმე პროვოკაციის გაკეთების უფლებას. რამდენიმე ბრიყვმა სცადა და მიიღეს პასუხი და ყველა მიიღებს საკადრის პასუხს. კანონზე მაღლა არავინ დგას ამ ქვეყანაში, კანონი მეფობს დღეს საქართველოში და ასე იქნება მუდამ, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ამიტომაც, ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ამ არჩევნებს მშვიდობიანად ჩავატარებთ, ეს იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ღირსეულად მოვიგებთ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში და გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის მსახურებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...