spot_img
მთავარიკანონი და სამართალიჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ არანაირი შეხება...

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ არანაირი შეხება მას ამ საქმესთან არ ჰქონია – სოფიო გოგლიჩიძე, რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი

თბილისში, ავსტრიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე რაფაელ მურსაკულოვს პროკურატურამ მკვლელობის ბრალდების გარდა ყაჩაღობაშიც წაუყენა ბრალი. ბრალდებულის ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ იყენებს დუმილის უფლებას. ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აღნიშნავს, რომ გამოძიებას ბრალდებულთან მიმართებაში ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი კონკრეტული საგამოძიებო საქმიანობა:

,,წაუყენეს ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ბრალი. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის 1 ნაწილი, 109 მუხლის 1 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

რაც შეეხება მის პოზიციას, მოგახსნეთ უკვე, რომ იგი დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ. აცხადებს, რომ არანაირი შეხება მას ამ საქმესთან არ ჰქონია.

ბრალშიც ისეთი მოწმეები არის ჩამოთვლილი, რომ ფიზიკურად შემხებლობაში არავინ არ არის, მომსმენი არავინ არის, სატელეფონო ჩანაწერი არ არის, არანაირი ანძებით ეს არ მტკიცდება. ფაქტია, მოხდა რაღაც, მაგრამ მას რა შემხებლობა აქვს ამ საქმესთან ეს უკვე სხვა საკითხია.

იმ პიროვნებასთან, იმ გარდაცვლილთან, იმ ტერიტორიაზე მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ის სახლში იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში. ისეთ ადგილზე არ გადაადგილებულა, რომ მისთვის აი, თუნდაც გამოძიებამ ვერ დაადგინოს სად იმყოფებოდა. დაადგინოს გამოძიებამ სად იმყოფებოდა, სად გადაადგილდებოდა და იმის შემდეგ შეუძლიათ უფრო კონკრეტულად, სიღრმისეულად დადონ მას ბრალი“, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

ინფორმაციისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...