spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,...

“გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა უკვე შესრულებულ სამუშაოებზე და მერობის კანდიდატმა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების პირობა დადო:

ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა – სკვერები, პარკები, ახალი ავტობუსები, საბავშვო ბაგა-ბაღები, რეკრეაციული სივრცეები, ტერიტორიების დაბრუნება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ა.შ.

ყველა ხედავს, ვისაც დანახვა უნდა, თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც უხარიათ, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არ საუბრობენ. გულში, რა თქმა უნდა, უხარიათ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და როგორც ჩვენი მხარდამჭერები, ისინიც იყენებენ ამ ინფრასტრუქტურას, სარგებლობენ იმ საქმეებით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ.

ქალაქში, ცხადია, პრობლემები და გამოწვევები დღესაც არსებობს, თუმცა, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც ამ პრობლემების არ ეშინია. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევამსუბუქოთ, მოვაგვაროთ, მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ. პრობლემები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ. არამხოლოდ კარგი, არამედ ყველაფერი საუკეთესო მინდა ამ ქალაქისთვის. ეს გაკეთებული საქმეებითაც ჩანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...