spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაფუძნდა ორგანიზაცია იმ პრეზიდენტის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის, რომელმაც...

“დაფუძნდა ორგანიზაცია იმ პრეზიდენტის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის, რომელმაც ქართული სახელწიფო განავითარა, ააშენა და ააყვავა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია ,,კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე ,,საერთო სახალხო მოძრაობა“. როგორც თავად განმარტავს, სათავეში უდგება ინიციატივას საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიანად დასაბრუნებლად:

,,საქართველოში ძალიან ცუდი დრო დაგვიდგა, სახელმწიფო პრაქტიკულად ჩამოშლილია! მაქვს ამის თქმის უფლება, როცა 3 მლნ-იან საქართველოს – არც კი, დღეში 86 ადამიანი უკვდება. ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა. არ არსებობს ჯანდაცვა. ძალიან გაწვალებულები არიან ექიმები, რომლებსაც ხელში აკვდებათ დღეში 78-86 ადამიანი. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელმწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს! – მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე, ივანიშვილის მთავრობის ხელში.

გამომდინარე აქედან და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, მისი დაბრუნების შესახებ საქართველოში, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში მე, თამარ ჩარკვიანი. ვინაიდან, მოგეხსენებათ, მე ვარ პარტია ,,კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღევანდელი დღე ჩემ პარტიას არ ეძღვნება. დღეს თქვენ მომსწრენი ხდებით, რომ ფუძნდება ორგანიზაცია, საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია – ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია ,,საერთო სახალხო მოძრაობა“.

ჩვენ, ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა დავაბრუნოთ ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო! დააყენა ფეხზე!

როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდნენ, თავისი ქვეყნის შესაქმენლად. ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება, სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერა და ვერ მივიღეთ რეფორმირებული, ნორმალური სამართლებრივი სისტემა.

დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო, როდესაც დევნი ადამიანს, შემდეგ მოქალაქეობის ჩამორთმევა უარის თქმად კი არ ითვლება, ნიშნავს, რომ შენ დევნი. ის უნდა მობრუნდეს და მივცეთ მუშაობის საშუალება. ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი – მან ეს უკვე დაამტკიცა. ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ მართლმსაჯულების დასავლური ტიპის შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს და არ გავასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც მე თავად არ მომწონდა, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი.

აშშ-ის სენატში გამოკვეთილად ითქვა, რომ ჩვენ სასამართლო სისტემაში არის კლანური მმართველობა. მთელი დასავლეთი ამაზე საუბრობს. შარლ მიშელის დოკუმენტის უგულებელყოფაც მოხდა იმიტომ, რომ დღევანდელი, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება, უარს ამბობს მართლმსაჯულების და ზოგადად სამართლებრივი სისტემის რეფორმაზე. შესაბამისად, უნდათ რუსეთის ორბიტაზე საქართველოს შეთრევა, ვინაიდან მხოლოდ ეს მახინჯი სამართლებრივი სისტემა იცავს ამათ მოპარულ და ბიუჯეტიდან გატანილ, თქვენი შვილების ქონებას. ზუსტად ამიტომ გვიკვდება 86 ადამიანი დღეში, რომ კორუფცია ,,ღმუის’’ საქართველოში და ნარკოპლანტაციებს გვთავაზობენ, ქარხნების შენების მაგივრად, ჩვენს მომავალ თაობას.

დიახ, შეიქმნა და დაფუძნდა დღეს, თქვენი თანდასწრებით, ახლა, ამ წუთებში, ორგანიზაცია ,,საერთო სახალხო მოძრაობა’’, იმ პრეზიდენტის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა, ააშენა და ააყვავა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...