შაბათი, ნოემბერი 1, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საელჩოების განცხადებები, ჩემი აზრით, ცოტა რეალობას არის აცდენილი"...

“საელჩოების განცხადებები, ჩემი აზრით, ცოტა რეალობას არის აცდენილი” – ირაკლი ზარქუა

გუშინ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა. მისი აზრით საელჩოების განცხადებები უსაფუძვლოა:

,,როცა ახლა საელჩოებიდან აქცენტირება კეთდება გენპროკურორის არჩევაზე კვალიფიციური უმრავლესობით, რომელიც უნდა შემდგარიყო 2026 წელს, ეს მე მგონია, რომ აცდენილია…, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს და ვიღაცას არა.

თუ აქვთ მოლოდინი საელჩოებს, რომ 2026-ში ჩვენ, ასევე, დიდი უმრავლესობით ვიქნებით, კი ბატონო, დიდი პატივია ჩვენთვის და ჩვენც გვჯერა და გვწამს, რომ ასე იქნება. მაგრამ, მაინც მგონია, რომ უსაფუძვლო განცხადება იყო მაშინ, როდესაც ყველა პარტიის მხრიდან იყო კონსესუსი. გუშინ იყო ერთადერთი დღე, სადაც ყველა პარტიამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას. ამ დროს, ასეთი განცხადებები, ჩემი აზრით, ცოტა რეალობას არის აცდენილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შავი დღეები ელით “ლუკოილსა” და “როსნეფტს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ვფიქრობ ძალიან მოუხდა მამუკა მდინარაძეს ახალი ამპლუა” – ლალი მოროშკინა

სუს-ის ბოლოდროინდელ აქტივობებთან დაკავშირებით, უწყების ხელმძვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით...

“სულ წინ და მომავალზე უნდა ვიფიქრო – ესაა ჩემი მანტრა, რომ არ გავგიჟდე🤺🥰” –...

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის...

“რთული დროა – ერთგულება სანთლით საძებარი გახდა!!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილი მაღალი თანამდებობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

“ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან...