spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების და ამ...

“ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების და ამ შემთხვევაში “დროას” წევრების წინააღმდეგ” – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა ,,დროა’’-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებში დაადანაშაულა და ასევე კომენტარი გააკეთა ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადების მიზეზი გახდა ,,ტვ პირველის“ ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოხატული პროტესტის კონკრეტული ფორმის გამო პარტიის აქტივისტებსისთვის დღეს 5000-5000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა:

,,ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების და ამ შემთხვევაში ,,დროას“ წევრების წინააღმდეგ. ხაზი მინდა გავუსვა, მათ შორის, წინა საარჩევნო პერიოდში და მერიის ხელით – შუშანა მაცაბერიძე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს 4 უსამართლო სასამართლო პროცესი ლეგიტიმური, სამართლიანი, ღირსეული პროტესტის გამო და ნათია ლეთოდიანის წინააღმდეგ ლექსო ლაშქარავას მოკვლის გაპროტესტების გამო, როდესაც მათ შადრევანში ჩაასხეს აკვარელი. დღეს მერიამ მათ გამოუწერა 5 000-5 000 ლარიანი ჯარიმა.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ უცნობის აქციის დროს, როდესაც მართლაც შეიძლება იფიქრო რაღაცა ზიანდება ქალაქში – ბერლინის კედლის მონუმენტი როდესაც დააზიანეს, საზოგადოების აღშფოთების შემდეგ 1 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს უცნობს.

ეს არის სწორედ ის შერჩევითი სამართლის მაგალითი, როდესაც ამ ლეგიტიმური პროტესტის ფონზე 5 000 ლარიან ჯარიმას უწერენ, ხოლო საკუთარი სასურველი ადამიანების მიმართ, ეს არის მხოლოდ მინიმალური სასჯელი. ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

პროტესტი, რომლის გამოც დღეს ისჯებიან შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი, რომლის ოჯახის წევრი 20 ივნისის მსხვერპლია ასევე, ამ პროტესტის საგანი იყო მოძალადე ხელისუფლების მიერ შექმნილი მოძალადეების მხრიდან ადამიანის მკველელობა. არც ერთი ეს მოძალადე დღეს დასჯილი არ არის. ეს მოძალადეები დღეს აგრძელებენ კანონის დარღვევას და ხელისუფლება მათ აფარებს ხელს. ისინი წარმოადგენენ საფრთხეს აბსოლუტურად ყველასთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...