spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გარშემო ბევრ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რამდენად ღრმად ვართ...

“გარშემო ბევრ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რამდენად ღრმად ვართ ჩვენ ქაქში ჩაძირული…” – ზურაბ ჯაფარიძე

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე იმყოფებოდა ,,გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც გამოსვლა კახა ბენდუქიძის სიტყვით დაიწყო. ოპოზიცონერი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ,,გარშემო ბევრ ადამიანს უნდა აუხსნათ რამდენად ღრმად ვართ ჩვენ ქაქში ჩაძირული“, ხოლო ამის შემდეგ შეიძლება იმის ფიქრი, თუ როგორ შეიძლება განვითარება:

,,რამდენიმე წლის წინ უკრაინაში იყო კონფერენცია, რომელსაც მეც ვესწრებოდი, სადაც კახა ბენდუქიძე იყო ერთ-ერთი გამომსვლელი. უკრაინელებმა ჰკითხეს: რა რეფორმებია გასაკეთებელი იმისთვის, რომ უკრაინა წავიდეს წინო? – მაშინ კახას პასუხი იყო, რომ ჯერ იმით უნდა დავიწყოთ, გაიაზროთ კარგად რამდენად ღრმად ხართ ქაქში ჩაძირულიო! მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება იქიდან ამოხვიდეთო. მე არ მჯერა, რომ ჯერ-ჯერობით თქვენ ეს გაქვთ გააზრებულიო!

მე მგონია, რომ ახლა თუ რამე არის გასაკეთებელი 2 ოქტომბრამდე, ეს არის თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი. ეს არის ის, რომ გარშემო ბევრ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რამდენად ღრმად ვართ ჩვენ ქაქში ჩაძირული. როცა ამაზე ვსაუბრობ აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, ეკონომიკა გაჩერებულია, ფასებია 13%-ით გაზრდილი, ფული აღარ შემოდის, ინვესტიციას აღარავინ აკეთებს და ა.შ. – ეს ყველაფერი ადამიანებმა ისედაც იციან!

რაც ხდება ახლა კიდევ უფრო თავისი მნიშვნელობით ცდება ამ ყველა ყოველდღიურ პრობლემას, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ.

ხდება ის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ახლა, სულ ცოტა ხნის, წინ უარი თქვა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, რომლის უკანაც იდგა ამერიკა და ევროკავშირი. ამით პრაქტიკულად უარი თქვა ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანზე, უარი თქვა, ამ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დასავლეთისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ და უარი თქვა, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...