spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები15 სექტემბრიდან თბილისის ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყება

15 სექტემბრიდან თბილისის ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება. სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.

2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, – განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი – 1კგ, ფქვილი – 1 კგ, შვრია – 1კგ, მაკარონი – 1კგ, ხილფაფა – 1 ქილა, ზეთი – 1 ლ, კვერცხი – 6ც, ჩაი – 1 კოლოფი, ყველი – 0,5 კგ, რძე – 2 ლ.

თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...