ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

შავთავა ოვსადი – African stonechat (Saxicola torquatus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველის შავთავა ოვსადი – African stonechat (Saxicola torquatus) შესახებ ავრცელებს საინტერესო ინფორმაციებს:

სხეულის სიგრძე: 11-13სმ. მამალი შავთავა ოვსადის სხეულის ზედა ნაწილი და კუდი მოშავო-მოყავისფროა; თავი, ყელი და ფრთები – შავი; კუდის ზედა და ქვედა მფარავი ბუმბულები, მუცელი და მხრებზე გამავალი ზოლი − თეთრი; მკერდი მოჟანგისფრო-წითურია. დედლისა და ახალგაზრდა ფრინველის თავი და ყელი მუქი ყავისფერია, მკერდი − მოყვითალო-ყავისფერი.

ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილში ან მაისში დებს 5-6 კვერცხს.

მისი ჰაბიტატია ტყისპირები და მდელოები ბუჩქნარებითა და მაღალი ბალახეულობით.

IUCN-ის სტატუსი:LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული