spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპარლამენტი არ არის ჩვენი უფროსი - ჩვენი უფროსი...

“ევროპარლამენტი არ არის ჩვენი უფროსი – ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი!” – ირაკლი ღარიბაშილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა ევროკავშირის მხრიდან მაკროფინანსურ დახმარებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე და ასევე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების პოზიციასთან მიმართებაში:

,,მე მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით. ჩვენ კარგად ვიცით და ყველას კარგად გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა ,,ქართულმა ოცნებამ’’. ჩვენ მას შემდეგ არა ერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა, გახსნა მთლიანად ეს სისტემა.

საქართველოს სასამართლო სისტემა და დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას.

გვაქვს მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა უკვე ალბათ 10-12 წელზე მეტია. მეორე კვარტალში ჩვენ გვქონდა 29%-იანი ზრდა, მთლიანად 7 თვეში 12%-იანი ზრდა, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში დაახლოებით 1 მრდ 200მლნ ლარის დამატებითი შემოსავალი გაჩენოდა ქვეყანას და სახელმწიფოს.

ამის შედეგად ჩვენ მივეცით ჩვენ თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ნელ-ნელა, ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. აქედან გამომდინარე, ეს არის სესხი 75 მლნ ევრო, მე ხაზს ვუსვამ, არ არის ეს რაღაც ფინანსური დახმარება, გრანტი და ა.შ.

ევროპარლამენტი არ არის ჩვენი უფროსი. ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი – ეს ერთი. არ მაინტერესებს ვინ რა თქვა. მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამას გარდა, ამ სესხმა – 75 მლნ ევრომ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა, ასე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი პოლიტიკური ინსინუაციების და რაღაც სპეკულაციების საგანი და საფუძველი გახდა.

უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...