spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას"...

“სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას” – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებას. ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა, ამ საკითხთან მიმართებაში, ასევე გამოყო რამდენიმე ძირითადი კომპონენტი – ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური:

,,პირველ რიგში მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ მიკროსაფინანსო დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს ვფიქრობ, რომ ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ იყო ძალიან მკაფიო. ამას მეტყველებს ასევე, გუშინდელი ევროკავშირის განცხადება.

ევროკავშირი აღნიშნავს რაღაც ნაწილში, ის იღებს იმ რეფორმებს, რომელიც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რაღაც ნაწილში ის ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი და გვესმის, რომ ეს პირობითობა იყო ჩადებული.

ეს არის, რა თქმა უნდა, დასაბუთებული არგუმენტი იმ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ევროკავშირი ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დღევანდელიდან გამომდინარე, შესალოა მას ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...