spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმმართველმა ძალამ კიდევ ერთხელ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უარი...

მმართველმა ძალამ კიდევ ერთხელ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უარი თქვა არამხოლოდ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, არამედ დემოკრატიული რეფორმების გზით სვლაზე და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე – მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრარეტია აღმაშენებელი“ ევროკავშირის დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება რუსული ოკუპაციის პირობებში, მხოლოდ კრემლის ინტერესებს შეესაბამება.

„ქართული ოცნებამ“ მორიგი უკანგადადგმული ნაბიჯით დაგვაშორა დასავლეთს. ორი დღეა საქართველოს მთავრობა ცდილობს საკუთარი ხალხი მოატყუოს, რომ მან ევროკავშირს უარი უთხრა 75 მილიონი ევროს დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.

ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ჯილიენ კრამპის განცხადებით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის, რაზეც ჩვენ ამ ხნის მანძილზე ხმამაღლა ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური შეთახმების დარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი სანქციები. მორიგი ფინანსური დახმარება ევროკავშირიდან დამოკიდებული იყო მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების და კერძოდ მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე, რომლის შესრულების ვალდებულება „ქართულმა ოცნებამ“ აიღო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერით.

მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას, ამ დახმარებაზე წინსწრებით უარით მთავრობა უარს ამბობს დემოკრატიულ რეფორმებზე, რის გარეშეც საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
მეტიც, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაგვაფრთხილეს, რომ ყველა მორიგი დახმარება სწორედ დემოკრატიულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.

შესაბამისად, მმართველმა ძალამ კიდევ ერთხელ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უარი თქვა არამხოლოდ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, არამედ დემოკრატიული რეფორმების გზით სვლაზე და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე. ეს კი რუსული ოკუპაციის პირობებში, მხოლოდ კრემლის ინტერესებს შეესაბამება.

სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს დასავლურ ოჯახში წევრობის პერსპექტივა, რაც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის და სტაბილურობის გარანტიაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის არჩევნების მეშვეობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და კოალიციური მმართველობით ქვეყნის დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება“, – აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“.

ინფორმაციას „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა” – შსს-ს განხცადება

შსს, თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცადებას ავრცელებს: "შინაგან...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...