ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ...

ირაკლი ღარიბაშვილი – მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება

ხშირად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვახსენებთ ჩვენს ოპონენტებს. სამწუხაროდ, სირცხვილია, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ძალა, რომელიც იყო გამორჩეულად მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა, ასობით და ათასობით ადამიანი გაანადგურა, დევნილად აქცია და ა.შ.“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ეს ძალა ჯერ კიდევ ძალადობს და ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ ამას, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას. მე მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, რომ დაანგრიოს და დაკარგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.

ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა, ყველას მოგიწოდოთ მაქსიმალურად მობილიზაციისკენ. ჩვენ ერთიანად, ძლიერად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, მშვიდად, მტკიცედ უნდა ვიდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება.

მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...