spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს დედაქალაქის მერი უნდა იყოს და იქნება კიდეც...

“საქართველოს დედაქალაქის მერი უნდა იყოს და იქნება კიდეც საქართველოში დაბადებული ქართველი!”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერის პოსტზე ნიგერიელი ბიზნესმენის, იბოს ტომის მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მიერ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ეხმიანება საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

რა ნიგერიელი, ხალხო, რა ნიგერიელი?!
მერე რა, რომ საქართველოს მოქალაქეა, – ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკოს ნორმალურმა ადამიანმა, თუ ქართველის მენტალიტეტზე სულ ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს?!

თბილისის მერობის კანდიდატებს და შემდგომ მერებს ხან კოკი წამოაძახეს და ხან – სამტრედია, ნიგერიელს ვინ აირჩევს?!

უფრო მეტსაც ვიტყვი: საქართველოს დედაქალაქის მერობის შანსი ქართველის გარდა არავის აქვს, სულ რომ დავით აღმაშენებლის ხელმოწერილი სიგელი წარმოადგინოს, – ჩემ წინაპარს უბოძაო!
ეგზოტიკაა, რა!

ახლა აქ რასისტობის ბრალდებით არავინ შემომივარდეს, თორემ გავამწესებ იბოს მეფის ქვეშევრდომად!

დიახ, საქართველოს დედაქალაქის მერი უნდა იყოს და იქნება კიდეც საქართველოში დაბადებული ქართველი!
ეს არის ჩემი და კიდევ მილიონობით ქართველის პოზიცია და უკვე დროა, “ჯაან ტოლერანტებმაც” შეიგნოთ!

ბოლშევიკები და კომუნისტებიც კი ეროვნული ნიშნით არჩევდნენ კანდიდატებს: რესპუბლიკის და დედაქალაქის ყველა (ვიმეორებ, – ყველა!) ხელმძღვანელი ქართველი იყო!
და რა გგონიათ, ამ ოცდაათ წელიწადში ისე შეიცვალა ჩვენი მენტალიტეტი, რომ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ?!

დააკვირდით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ვინ იყვნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სახელმწიფო მინისტრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების, კონტროლის პალატის თავმჯდომარეები!

აქ საერთოდ სისულელეა ქსენოფობიასა და რასიზმზე ლაპარაკი!
ეს ასე იყო და ასე იქნება!

რადგან საქართველო არ არის ამერიკა – ემიგრანტების შექმნილი სახელმწიფო!
საქართველოს სხვა ისტორიული მეხსიერება აქვს და, ვიმეორებ, ამას ბოლშევიკებიც კი ითვალისწინებდნენ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...