სამშაბათი, აპრილი 16, 2024

მე მომიწევს ეხლა შენი დაცვა, ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს – მალხაზ მაჩალიკაშვილი

როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა უწყებაში. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა და აქციების გასაგრძელებლად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება ეხებოდა მუქარის შემცველ საუბარს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილთან საუბრობდა სუს-ის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეზე სოსო გოგაშვილზე.

სოსო გოგაშვილი სარწმუნოდ მიიჩნევს სუს-ის მიერ წარმოდგენილ ვერსიას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ლიკვიდაციას გეგმავდა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომ, მისი აზრით, მოხდა შესაძლო დანაშაულის პრევენცია. სუს-სი ყოფილმა მაღალჩინოსანმა ასევე გაავრცელა თხოვნა-განცხადება, რომ დაცული იყოს მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე.

რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას (მალხაზ მაჩალიკაშვილი, რედ.) სიცოცხლეც. მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ” – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

გოგაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა შვილმოკლული მამა და მიმართავს მას ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან:

მე მომიწევს ეხლა შენი დაცვა, ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედონ. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს, იმიტომ რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს – ძნელად წარმოსადგენი ცოდო.

შენ უნდა იცოცხლო და გახსნა ის კარტები, რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დამხობს.

და ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, მე ისედაც მკვდარი ვარ!” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული